აშშ სირიის მორატორიუმთან დაკავშირებით ისევ შეშფოთებულია

აშშ სირიის მორატორიუმთან დაკავშირებით ისევ შეშფოთებულია

439298
აშშ სირიის მორატორიუმთან დაკავშირებით ისევ შეშფოთებულია

აშშ სირიის მორატორიუმთან დაკავშირებით ისევ შეშფოთებულია

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესი მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა დაიწყოს. აშშ კი ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ შეშფოთებულია. აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯონ ქერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სირიის მორატორიუმი და გაეროს მხრიდან მომზადებული სირიის პოლიტიკური გარდამავალი პროცესი წარუმატებლად დასრულდება, შეიძლება სირიის დანაწევრება მოხდეს. ქერის თქმით, თუ რუსეთი და ირანი სირიის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციას არ დაიკავებენ, საკითხი შეიძლება უფრო გართულდეს. მან ასევე სირიაში ბუფერული ზონის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სირიაში მორატორიუმი დაიწყება, მაშინ ბუფერული ზონაც შეიქმნება და ჰუმანიტარული დახმარების ქვეყანაში შეტანაც შესაძლებელი გახდება. მეორეს მხრივ, ჯონ ქერი თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა და კიდევ ერთხელ განიხილა სირიაში არსებული მოვლენები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები.



მსგავსი ინფორმაციები