საფრანგეთში ახალი უფლებები უცხოელებს

საფრანგეთის კანონ-პროექტი უცხოელი მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს უფრო გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვას.

347033
საფრანგეთში ახალი უფლებები უცხოელებს


საფრანგეთის პარლამენტის ასაბლეამ მიიღო კანონ-პროექტი, რომელიც უცხოელი მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს უფრო გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვას.
მისი დაკანონებისთვის საჭიროა სენატის რატიფიკაციაც.
კანონ-პროექტი, სახელმწიფოში ახლად შესული უცხოელებისთვის, ერთი წლის ნაცვლად ითვალისწინებს ორი წლიდან ოთხ წლამდე ბინადრობის უფლებას.
საფრანგეთში ევროკავშირის სახელმწიფოების გარდა სახვა სახელმწიფოებიდან შესული 2,5 მილიონი უცხოელი მოქალაქეა, მათგან 1,8 მილიონს გააჩნია 10 წლით ბინადრობის და მუშაობის უფლება, სხვები კი ყოველწლიურად ბინადრობის ვადის გაგრძელებას საგუბერნატოროების მეშვეობით ახდენენ.
სახელმწიფოში ყოველწლიურად ევროკავშირის სახელმწიფოების გარდა სხვა სახელმწიფოებიდან 200 ათასი უცხოელი ჩადის, მათი ნახევარზე მეტი ოჯახის მთლიანობის უფლებით სარგებლობს. 60 ათასი კი ჩადის განათლების მიზნით. ასევე არიან ლტოლვილები, სამკურნალოდ, ოფიციალური მიწვევით სამუშაოდ ჩასულები, მეცნიერები, ხელოვანები და სპორტსმენები.
კანონ-პროექტი, ოთხი წლით ბინადრობის უფლებას აძლევს სპეციალური ნიჭის მქონე დასაქმებულ ადამიანებს, მეცნიერებს, ხელოვანებს და სპორტსმენებს.
ფრანგ მოქალაქეებთან დაქორწინებული მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს სამი წლით ბინადრობის უფლებას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები