გაეროს მიერ ირანთან დაკავშირებით ისტორიული ნაბიჯი

გაეროს მიერ ირანთან დაკავშირებით ისტორიული ნაბიჯი

346512
გაეროს მიერ ირანთან დაკავშირებით ისტორიული ნაბიჯი

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანთან ბირთვულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება ერთხმად მიიღო. შეხვედრაზე 5+1 ქვეყნებს და ირანს შორის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ირანისადმი დაწესებული ემბარგოს ეტაპობრივად გაუქმების შესახებ მიღებულ დადგენილებას ერთობლივად დაუჭირეს მხარი. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ირანმა ბირთვული სამუშაოები უნდა შეზღუდოს, ხოლო ამის პარალელურად საერთაშორისო სადამკვირებლო კომისიის ინსპექცირებაც უნდა დაუშვას, რის საპასუხოდ დასავლეთი ირანისადმი დაწესებული სანქციების ეტაპობრივად მოხსნას დაიწყებს. ეს შეთანხმება 90 დღის განმავლობაში შევა ძალაში. ირანის მიმართ სანქციების გაუქმება კი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, რის შედეგადაც იგი წლიურად 110 მილიარდ დოლარის შემოსავალს მიიღებს და ირანის ეკონომიკა წლიურად 7-8% გაიზრდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები