ხმელთაშუა ზღვაში ახალი მიგრანტების შემოდინება გრძელდება

ხმელთაშუა ზღვაში ახალი მიგრანტების შემოდინება გრძელდება

378329
ხმელთაშუა ზღვაში ახალი მიგრანტების შემოდინება გრძელდება

იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ხმელთაშუაზღვაში, ლიბიის საზღვართან, ოთხი ნავი გადაარჩინეს, რომლებზეც 500-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. გარდა ამისა რეგიონში 12 მიგრანტის ცხედარიც აღმოაჩინეს. გადარჩენილი მიგრანტები კი ლამპედუსაში გადაიყვანეს. იტალიას და ლიბიას შორის არსებული ე.წ. ”სიცილიის არხი”, არალეგალი მიგრანტების ევროპაში გადაყვანის ყველაზე ეფექტურ გზად გამოიყენება და ამიტომ აღნიშნული რეგიონიდან არალეგალი მიგრანტების გადაყვანა არ წყდება, თუმცა, ზოგჯერ მიგრანტების გადაყვანა ტრაგიკულადაც მთავრდება. მოკლედ იტალიაში გასული წლიდან მოყოლებული დღემდეს ხმელთაშუაზღვის გავლით 55 ათასი არალეგალი შევიდა. მიმდინარე წლის აპრილის თვეში მომხდარი ტრაგედიების შედეგად კი 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები