პაკისტანი სიცხეები

პაკისტანში პაპანაქება სიცხის გამო, ორ დღეში, დაიღუპა 148 ადამიანი.

314160
პაკისტანი სიცხეები


პაკისტანში პაპანაქება სიცხის გამო, მუსონური წვიმების წინ, უკანასკნელ ორ დღეში დაიღუპა 148 ადამიანი.
პლიუს 47 გრადუსამდე ასული სიცხით, 1979 წლიდან მოყოლებული, პაკისტანი ყველაზე ცხელი დღეების მომსწრე ხდება.
სინდის პროვინციის დედაქალაქ ქარაჩიში, რომელიც ყველაზე დახუთული და გამაბრუებელი სიცხეების მომსწრე ხდება, ერთ-ერთი ენერგოსისტემის მოშლის გამო, არ მუშაობენ კონდიციონერები და სავენტილაციო სისტემები.
ხარვეზის გამო, ვერ ხერხდება სახლებისთვის წყლის მიწოდება.
ასობით ადამიანი იქნა განთავსებული საავადმყოფოებში, რომელთა გადატვირთვის გამო პროვინციის მასშტაბით მედ პერსონალების შვებულებები და ნებართვები გაუქმდა.
პაკისტანის მეზობელ ინდოეთში, წინა თვეებში, გადაჭარბებული სიცხეების გამო დაიღუპა 700 ადამიანი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები