ინგლისის დედოფალი არ გარდაცვლილა

მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია “ცრუ განგაში“ ყოფილა

292331
ინგლისის დედოფალი არ გარდაცვლილა



ინგლისური მაუწყებლობა BBC-ის თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელ twitter-ში გავრცელებულმა პოსტმა ინგლისის დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების თაობაზე მცირე ხნით პანიკა გამოიწვია ინგლისშიც და მთელს მსოფლიოშიც.

როგორც შემდეგში განაცხადა ამ თანამშრომელმა, მას მობილური სახლში დავიწყებია და მისთვის ხუმრობით მოუწერიათ მესიჯი დედოფლის გარდაცვალების შესახებ.

ამ განცხადების შემდეგ მან წაშალა რა თავისი პოსტები, მათ ადგილზე ცრუ განგაში დაწერა.

თვით BBC-ის განცხადებით კი, დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ტექნიკურ რეპეტიციას ატარებდნენ და ეს მესიჯი შეცდომით გააგზავნეს.

ბოლო და დამაწყნარებელი განცხადება ამ თემაზე თვით ბუკინგემის სასახლიდან გაავრცელეს და მასში აღნიშნეს, რომ 89 წლის დედოფალი კარგად არის და იგი მხოლოდ მორიგი რუტინული სამედიცინო კონტროლის მიზნით გადაიყვანეს საავადმყოფოში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები