უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა

106668
უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა

უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა.

უკრაინის სამიტზე მსოფლიო ლიდერების მშვიდობიანი გზავნილები, ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარების განსამუხტავად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე სამთავრობო ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქი ნოვოაზოვსკა საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბეს. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

ამავდროულად, ქალაქებში ჰორლივკასა და ილოვაისკში სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს, რომელთა შედეგადაც 200 სეპარატისტი და 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ქალაქ დონეცკში კი სატრანსპორტო საშუალებას ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამასთანავე გრძელდება დიპლომატიური მოლაპარაკებებიც.

რუსი ლიდერი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უკრაინის აღმოსავლეთში ჰუმანიტარული დახმარების წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით შეტანის საკითხზე შეთანხმდნენ.

უკრაინის პრემიერის არსენი იაცენიუკის განცხადებით, მომავალ კვირაში გასამართ ნატოს სამიტზე ელოდებიან, რომ მისი ქვეყნის დახმარებისათვის სასიცოცხლო მნიშვენლობის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები