ბრიუსელმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას უმასპინძლა

განიხილეს უკრაინისადმი დახმარების საკითხები

82201
ბრიუსელმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას უმასპინძლა



გუშინ ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაც შეიკრიბა და რომელზედაც უკრაინისათვის დახმარების პაკეტის მზადების საკითხები განიხილეს. ნატოს წყაროებით, წევრი ქვეყნები ტექნიკურ-მატერიალურ დახმარებასთან ერთად, საკონსულტაციო მომსახურებასაც გაუწევენ კიევს, ხოლო თვით ნატო კი სამხედრო რეფორმების გატარებაში დაეხმარება. სხდომის დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსსენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას რა, მის ფარგლებში მოსკოვს რუსული ჯარების უკრაინის საზღვრებიდან მთლიანი გაყვანა მოსთხოვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები