თურქეთში სომეხ ორთოდოქს ქრისტიანთა პატრიარქი, აია-სოფიას ღვთისმსახურებისთვის   გახსნის მომხრეა

თურქეთში სომეხ ორთოდოქს ქრისტიანთა პატრიარქი, აია-სოფიას ღვთისმსახურებისთვის   გახსნის მომხრეა

1435495
თურქეთში სომეხ ორთოდოქს ქრისტიანთა პატრიარქი, აია-სოფიას ღვთისმსახურებისთვის   გახსნის მომხრეა

თურქეთში სომეხ ორთოდოქს ქრისტიანთა  85-ე პატრიარქი,  საად მაშალიანი აცხადებს, რომ 1500 წლის განმავობაში აია-სოფიას  ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდიდან მრავალი რესტავრაცია და შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდა, ამიტომ მისი ღვთისმსახურებისთვის გახსნა უკეთესი იქნება. საად მაშალიანმა აია-სოფიას ღვთისმსახურებისათვის გახსნის თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „1500 წლის მანძილზე მრავალრიცხოვანი სარესტავრაციო სამუშაოები, ფათიჰ სულთან  მეჰმედის ფონდის ძალისხმევით ჩაუტარდა. მაშინ ყველამ თქვა, რომ ეს ტაძარი უნდა იყოს დაცული, როგორც სალოცავი ადგილი და არა მუზეუმი. აია-სოფია ღვთისმსახურებისთვის გაიხსნას.  იგი ისედაც ძალიან დიდია. ქრისტიანებისტვისაც ერთი სივრცე  გამოიყოს. ამით მსოფლიოსათვის კარგი საჩვენებელი იქნება ჩვენი რელიგიების მშვიდობისმყოფელობა. დაე, აია-სოფია ამ ეპოქისა და კაცობრიობის სიმშვიდის  სიმბოლოდ იქცეს.  ძალიან უტოპიურია?  ჩვენ ყველანი ხომ ისედაც ერთიდაიგივე ცის ქვეშ ვლოცულობთ? აია-სოფისას გუმბათიც შეგვიძლია გავიზიაროთ. მიუხედავად განსხუავევული რიტუალებისა, ერთი ღმერთის გვწამს. არა მგონია, რომ აია-სოფიას, რომელიც 1000 წლის განმავლობაში ქრისტიანებს, 500 წლის განმავლობაში კი მუსლიმებს ემსახურებოდა,  ამ თვალსაზრისით რაიმე პრეტენზია ჰქონდეს“.



მსგავსი ინფორმაციები