თურქული სამზარეულო 47/2019

"თურქული ყავა"

1325691
თურქული სამზარეულო 47/2019

"თურქული ყავა"

მსოფლიოში ყოველდღიურად 2 მილიარდ 25 მილიონ ფინჯან ყავას მიირთმევენ. თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოხმარებადი გახლავთ მსოფლიოში თურქული ყავის სახელით ცნობილი ყავის სახეობა. მართალია მისი სახელი თურქული ყავაა, თუმცა თურქეთის ტერიტორიაზე ყავა არ ხარობს. მისი ეს სახელი მომზადების მეთოდთან არის დაკავშირებული. ანატოლიაში ყავა პირველად მე-16 საუკუნეში იემენიდან შეიტანეს და იგი მალე შეიყვარეს და ფართოდ გავრცელდა. დასავლური სამყარო ყავას თურქების მეშვეობით გაეცნო. მე-17 საუკუნეში თურქეთში ჩასულმა ვენეციელმა ვაჭრებმა ოსმალეთში გასინჯული ეს არომატული სასმელი ევროპაში წაიღეს. მას თავდაპირველად ქუჩაში ყიდნენ და 1645 წელს პირველად იტალიაში დაიწყებს მისი გაყიდა დუქანში ანუ კაფეში. მე-18 საუკუნიდან ყავამ ევროპაში ფართოდ გავრცელება დაიწყო. საკმაოდ საინტერესოა ყავის ავსტრიაში შესვლის ისტორია. 1683 წელს ვენის ალყაში მომქცევი ოსმალეთის არმია დამარცხდა და ალყის მოხსნის შემდეგ ყავით სავსე ტომრები მიატოვა. თავდაპირველად ავსტრიელებს ყავის მარცვლები ცხოველების საკვები ეგონათ. ჯოჯრ კოლსიცკიმ, რომელიც ოსმალეთს იცნობდა, ამ ტომრების მისთვის გადაცემა მოითხოვა და ამ ყავით ვენაში ყავის დასალევი ადგილი გახსნა. ამგვარად გაეცვნენ ავსტრიელები ყავას. მე-16 საუკუნიდან მოყოლებული ერთი და იგივე მეთოდით მომზადებულ თურქულ ყავას განსაკუთრებული ადგილი უკავია თურქულ კულტურაში. ყავა ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ახლობელთან ერთად ყავის დალევა იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე კოფეინის შემცველი ყავისფერი სითხე. ერთი ფინჯანი ყავა ზოგჯერ კარგ ბაას, ზოგჯერ გაზიარებულ დარდს ნიშნავს, ზოგჯერ კი მომავალს უკავშირდება. როგორ? ყავაზე მკითხაობით და მომავლის დანახვის მცდელობით.

ახლა კი გაგაცნობთ თურქული ყავის მომზადების წეს.

თურქულ ყავას დაახლოებით 70 მილილიტრიანი ფინჯნით მიირთმევენ და ეს ფინჯნები საზომად გამოიყენება.

ყავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა

1 ყავის ფინჯანი წყალი

შაქარი (1/3 დან 1 ჩაის კოვზამდე)

თურქული ყავის მომზადება საკმაოდ დეტალურია. უპირველეს ყოვლის თუ მზა არ შეგიძენიათ ახალად მოხალული ყავის მარცვლები დაფქვით. შემდეგ  ჯეზვეში ანუ ყავის მოსადუღებელ ჭურჭელში ჩაყარეთ. ყავას ცივი წყალი და შაქარი დაამატეთ. თურქულ ყავას შაქარი მოხარშვის დროს უნდა ჩაამატოთ, მომზადების შემდეგ კატეგორიულად არ შეიძლება არც შაქრის და არც რძის დამატება. ყავა დამატებული შაქრის მიხედვით არის ოთხი სახეობის სადა, ცოტა შაქრიანი, საშუალო შაქრიანი და შაქრიანი. სადა ყავას შაქარს არ უმატებენ. ცოტა შაქრიანისთვის 1/3 ჩაის კოვზ შაქარს, საშუალოდ შაქრიანისთვის 2/3 ჩაის კოვზ შაქარს და შაქრიანისთვის კი 1 ჩაის კოვზ შაქარს იყენებენ. ახლა კი ისევ გადავიდეთ მომზადების წესზე. ჯეზვეში ჩაყრილ ყავას შაქარი და წყალი დაამატეთ. დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთი გააჩერეთ მანამდე სანამ ქაფი ცოტა არ ამოიწვეს. ქაფის ერთი ნაწილი ფინჯანში ჩაასხით, რადგანაც ამბობენ რომ ყავა რამდენადაც ქაფიანია იმდენად კარგია. ჯეზვე ისევ გაზქურაზე დადგით და ყავა რომ ადუღდება იგი ფინჯანში ჩაასხით. ყავა ერთ ჭიქა წყალთან და თურქულ ლუქუმთან ერთად მიირთვით. შეგერგოთ. 



მსგავსი ინფორმაციები