გაშოხის საქმეს გუტიერესიც გამოეხმაურა

“ჟურნალისტის გაუჩინარებაზე სიმართლე აუცილებლად უნდა დადგინდეს“

1068252
გაშოხის საქმეს გუტიერესიც გამოეხმაურა

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა  2 ოქტომბერს სტამბულში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში შესულ და შემდეგ გაუჩინარებულ საუდის არაბეთელ ჟურნალისტ ქემალ გაშოხთან დაკავშირებით  ბრიტანეთის სატელევიზიო არხ BBC-ის განცხადება მისცა და მასში თქვა, რომ ის დიდად შეშფოთებულია ამ მდგომარეობით.

"ასეთი სიტუაციების ოდენობა მთელს მსოფლიოში სწრაფი ტემპით იზრდება, საერთაშორისო საზოგადოებამ არავის არ უნდა მისცეს ამის უფლება. ჟურნალისტის გაუჩინარებაზე სიმართლე აუცილებლად უნდა დადგინდეს, ხოლო ამის პარალელურად საჭიროა მის გაუჩინარებაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობაც დაკონკრეტდეს", ხაზგასმით აღნიშნა გუტერესმა.

მისივე აზრით, ამგვარი ინციდენტების დროს აუცილებელია ანგარიშვალდებულების საჭიროება.

მანვე უპასუხა რა კითხვას, გაშოხის საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თუ საუდის არაბეთს დაედება, მონაწილეობას მიიღებს თუ არა რიადში დაგეგმილ საინვესტიციო კონფერენციაში, თქვა, რომ ჯერ ამ საქმეზე სიმართლე უნდა დაადგინონ და შემდეგ მის კვალობაზე გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს



მსგავსი ინფორმაციები