ხამენეიმ ერდოღანი მიიღო

"თურქეთს და ირანს ისლამურ სამყაროში საერთო მიზნები აქვთ“

1045599
ხამენეიმ ერდოღანი მიიღო

 

თეირანში, სირიის კრიზისის მოგვარების მიზნით გამართულ რუსეთ-ირან-თურქეთის ლიდერების სამიტზე მყოფი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, თავის რეზიდენციაში მიიღო ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ და ეს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

ხამენეის პრესსამსახურის განცხადებით, რელიგიურმა ლიდერმა ერდოღანთან შეხვედრას დადებითი შეფასება მისცა და ხაზი გაუსვა, რომ რეგიონის ორ ძლიერ და გავლენიან ქვეყანას შორის ყველანაირი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს.

"თურქეთს და ირანს ისლამურ სამყაროში საერთო მიზნები აქვთ, ამიტომაც, მათ კიდევ უფრო მეტად უნდა გააღრმავონ და განავითარონ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა", აღნიშნა ხამემეიმ და მიანმარის და პალესტინის საკითხში არსებული თურქეთის პოზიციის მიმართ კმაყოფილება გამოთქვა, აღნიშნა ხამენეის პრეს სამსახურმა



მსგავსი ინფორმაციები