პრინც ჩარლზისგან თურქ ქალ არქიტექტორს ჯილდო

პრინც ჩარლზისგან თურქ ქალ არქიტექტორს ჯილდო

1015574
პრინც  ჩარლზისგან თურქ ქალ არქიტექტორს ჯილდო

თურქ არქიტექტორ, ზეინებ იქბალს თურქული კულტურის ცენტრის პროექტის მომზადების ფარგლებში ინგლისის მეფის პრინცის ჩარლიზის მხრიდან ჯილდო გადაეცა. პრინც ჩარლიზის ეგიდით ჩამოყალიბებულ, ტრადიციული ხელოვნების სკოლაში მაგისტრატურის სტუდენტი  ზეინებ იქბალი ლონდონში, თურქული კულტურის ცენტრის პროექტის მომზადებაში სამ სტუდენტთან ერთად დააჯილდოვეს. „სიცოცხლე“ სახელწოდების მინიატურული ტექნიკით მომზადებული პროექტის ფარგლებში მიღებული „კაიროს“ ჯილდოს და სამომავლო პროექტების შესახებ, იქბალმა პროექტის გამოფენაზე ისაუბრა. მისივე თქმით,  მან 2012 წელს ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ სამი წლის განმავლობაში სტამბოლში ოსმალური არქიტექტურის შესახებ სამუშაოებს ატარებდა რა, შემდეგ ლონდონში ტრადიციული ხელოვნების სკოლაში სწავლა გააგრძელა. იქბალმა ასევე აღნიშნა, რომ პრინცი ჩარლიზი ყოველწლიურად სტუმრობს აღნიშნულ სასწავლებელს რა, სტუდენტების ნამუშევრებს ახლოდან აკვირდება. იქბალმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ლონდონში ინტენსიურად თურქებით დასახლებულ,  დალსტონის უბნისთვის მომზადებული თურქული კულტურის ცენტრის  პროექტის განხორციელება სურს.



მსგავსი ინფორმაციები