ერდოღანი ნიუ ორკიდან დაბრუნდა

მან თვითმფრინავში პასუხი გასცა ჟურნალისტების კითხვებს

576631
ერდოღანი ნიუ ორკიდან დაბრუნდა

ნიუ ორკიდან დაბრუნებისას ერდოღანმა თვითმფრინავში პასუხი გასცა რა მისი თანმხლები თურქი ჟურნალისტების კითხვებს, თქვა, რომ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია, FETÖ-ს ლიდერის, პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციისთვის ანკარამ ყველაფერი გააკეთა და ახლა ამერიკისგან დადებით პასუხს ელიან.

გულენის სხვა ქვეყანაში შესაძლო გაქცევის კითხვაზე პასუხის გაცემისას ერდოღანმა თქვა, რომ იმ ქვეყანასაც მკაცრი კონტროლ ქვეშ აიყვანენ და მასაც მოსთხოვენ ტერორისტთა ლიდერის გადმოცემას.

სირიის ქალაქ რაკკის განთავისუფლების ოპერაციაზე საუბრისას თურქმა პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ამერიკა ამ ოპერაციას სირიის ქურთული შეიარაღებული ფორმირება PYD /YPG-ს დახმარებით განახორციელებს, მაშინ, ანკარა უარს იტყვის ამ ოპერაციაში  მონაწილეობაზე.

“ამჟამად სირიაში 10 ათასამდე  DEAŞ-ის წევრი იბრძვის და თუ ამერიკა და თურქეთი ერთობლ ივად შეებრძოლებიან, მაშინ, მალე მოეღობა ბოლო მათ პარპაშს, განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით სირიის ჩრდილოეთში აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების ზონა, სადაც დაბანაკდებიან დევნილები და ლტოლვილები.

“ჩვენ თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად გავაგრძელებთ ერთი თვის წინ დეაშის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციას და გათავისუფლებულ დასახლებებში უზრუნველვყოფთ ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნებას, განაცხადა ერდოღანმა  



მსგავსი ინფორმაციები