თურქული პრესა 26.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2120180
თურქული პრესა 26.03.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით და მასში ვკითხულობთ: ჩორუმში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ გადავარჩენთ თურქეთს სეპარატისტული ტერორიზმის უბედურებისგან. ჩვენ გავანადგურეთ ტერორისტების ბუდეები. ჩვენ, სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციებით ყველა თავდასხმა მოვიგეთ და ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ყველა მზაკვრული გეგმები ჩავშალეთ“.

„TÜRKSAT 6A-სთვის ათვლა დაიწყო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა თქვა: „ჩვენ თურქეთის პირველ ეროვნულ საკომუნიკაციო თანამგზავრს TÜRKSAT 6A-ს კოსმოსში 2024 წლის 8 ივლისს გავუშვებთ და ამგვარად, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი იმ 11 ქვეყნიდან მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია განავითაროს საკუთარი საკომუნიკაციო თანამგზავრები“.

გაზეთი „Hürriyet“-ი კულტურისა და ტურიზმის მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ ისინი წელს თურქეთის კულტურის გზის ფესტივალზე ღონისძიებების რაოდენობას 6 ათასამდე გაზრდიან და თქვა: „ჩვენ თურქეთში ფესტივალის კლიმატს ვუზრუნველვყოფთ კულტურულ-ხელოვნების მარათონით, რომელიც გავრცელდება 8 თვეზე. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ორგანიზაცია, რომლის შედარებაც შეიძლება ჩვენს მიერ განსახორციელებელ ორგანიზაციასთან“.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთში უმუშევრობის დონე 2023 წელს წინა წელთან შედარებით 1 პუნქტით შემცირდა და 9,4 პროცენტი შეადგინა, რითაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ჟურნალმა FourFourTwo-მ მრავალი პარამეტრის შესწავლით შეადგინა მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ქალაქები. სიაში რომელშიც ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის მრავალი ქალაქიც მოხვდა, სტამბოლმა მე-9 ადგილი  დაიკავა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები