თურქული პრესა 25.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოიხლვა

2119655
თურქული პრესა 25.03.2024

თურქული პრესა 25.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოიხლვა

Star: "თურქეთი მეორე ადგილზეა ევროპაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით"

ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ პროექტებში წარმატებული მუშაობის შემდეგ, თურქეთი გახდა მეორე ქვეყანა ევროპაში საფრანგეთის შემდეგ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა თურქეთში უკვე 18 მილიონ ოჯახშია.

Vatan: "ათათურქის აეროპორტი იქნება მსოფლიოში უდიდესი ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ცენტრი"

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ მათ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს სტამბოლის ათათურქის აეროპორტის ტერმინალის შენობების მომავალთან დაკავშირებით. მინისტრმა ქაჯირმა თქვა; "ეს იქნება მსოფლიოში უდიდესი ტექნოლოგიური მეწარმეობის ცენტრი".

Yeni Şafak: "თურქეთმა დააჩქარა ნავთობის წარმოება"

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ შირნაქ გაბარში ყოველდღიურად 37 ათას ბარელ ნავთობს აწარმოებენ. მინისტრმა ბაირაქტარმა თქვა: „რამაზანის ბოლოს (9 აპრილი) წარმოებას 40 ათას ბარელამდე გავზრდით. ჩვენი მიზანია 100 ათასი ბარელი წლის ბოლომდე“.

Sabah: "სტამბოლის ბირჟა გრძელვადიან პერსპექტივაში მეტოქეებს არ სცნობს"

სტამბოლის ბირჟამ, რომელმაც ბოლო 5 წელი ზრდით დაასრულა, 2024 წელი სწრაფად დაიწყო. სტამბოლის ბირჟა, რომელიც წლის დასაწყისიდან არის მესამე ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი მსოფლიოში 22 პროცენტით, არ უცრუებს იმედს გრძელვადიან ინვესტორებს.

Haber Türk: "გალათასარაი ევროპის მწვერვალზეა"

„გალათასარაი“, რომელიც ტრენდიოლის სუპერლიგის სათავეში 81 ქულით იმყოფება, არც შინ დამარცხებულა. გუნდმა ევროპის 5 უმაღლეს ლიგისა და სუპერლიგის ბაზაზე ყველაზე მეტი ქულა შინ მოაგროვა. „გალათასარაიმ“ შინ ჩატარებული თხუთმეტივე მატჩი მოიგო და ამ სფეროში სათავეშია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები