თურქული პრესა 30.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2095023
თურქული პრესა 30.01.2024

თურქული პრესა 30.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenişafak: "ჩვენ ეს განვახორციელეთ ჩვენი ადგილობრივი ინჟინერიითა და დიზაინით"

სტამბოლის აეროპორტის მეტრო ქაღითჰანე-გაირეთთეფეს გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „ჩვენ ვამაყობთ, რომ პროცესები პირველი კვლევის პროექტიდან მეტროს ხაზის განხორციელებამდე ჩვენი ადგილობრივი ინჟინერიითა და დიზაინით განვახორციელეთ. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ადგილობრივი და ეროვნული პროექტების წილის გაზრდაზე ჩვენს მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში“.

Star: "ფიდანის კრიტიკა: დიდი კატასტროფის მომასწავებელია"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ღაზაში მიმდინარე ტრაგედიაზე ყურადღება გაამახვილა და თქვა: „ათასობით ადამიანი დავკარგეთ ტყვიებისა და ბომბებისგან, ახლა ჩვენ გვემუქრება იმის საშიშროება, რომ ისრაელის მიერ ღაზაში მძევლად აყვანილი მილიონობით პალესტინელი დაიხოცოს შიმშილითა და ეპიდემიებით. ჰუმანიტარული დახმარება, სამედიცინო მასალები, რომელსაც ღაზაში არ უშვებენ, არის შიგნით დიდი კატასტროფის მომასწავებელი“.

Hürriyet "მიზანი არის 40 მილიონი კუბური მეტრის წარმოება"

ფილოსის ბუნებრივი გაზის გადამამუშავებელი ობიექტის შემოწმებისას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა თქვა: ”ჩვენმა წარმოებამ მიაღწია 2,7 მილიონ კუბურ მეტრს. ჩვენ მიზნად ვისახავთ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ ეს წარმოება 10 მილიონ კუბურ მეტრამდე, შემდეგ კი საბოლოოდ 40 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში“.

Sabah "უცხოელთა ინტერესი Türksat-ის მიმართ იზრდება"

Türksat-ის თანამგზავრებიდან სერვისის მიმღები უცხოური არხების რაოდენობა 3 წელიწადში დაახლოებით 69 პროცენტით, 83-დან 140-მდე გაიზარდა, არხების საერთო რაოდენობამ კი 2023 წლის ბოლოსთვის 523-ს მიაღწია. ამ ზრდაში ყურადღება მიიპყრო უცხოური ორგანიზაციების ინტერესის ზრდამ.

Habertürk: "მსოფლიოს 100 საუკეთესო პლაჟი"

ამერიკულმა ტურისტულმა კომპანიამ Lonely Planet-მა მოამზადა „მსოფლიოს საუკეთესო პლაჟების“ სია. სიაში თურქეთის ქალაქ მუღლას ფეთჰიეს რაიონში მდებარე ქაბაქ ქოის პლაჟიც შევიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები