თურქული პრესა 12.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2087716
თურქული პრესა 12.01.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მიერ ინიცირებული სამმხრივი ინიციატივის ფარგლებში შავი ზღვის ნაღმების კონტრზომების სამუშაო ჯგუფის მემორანდუმი გაფორმდა. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა: „ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ განვახორციელეთ მონტრეს კონვენცია ფრთხილად, პასუხისმგებლობით და მიუკერძოებლად.“

გაზეთ „Hürriyet“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „საბერძნეთის კუნძულებზე სავიზო რეჟიმის გამარტივება მარტიდან იწყება“ და მასში ვკითხულობთ: საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან 3-ჯერ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მიმართ და დასძინა, რომ შეთანხმება, რომელიც თურქეთის მოქალაქეებს საბერძნეთის კუნძულებზე უვიზოდ შესვლის საშუალებას მისცემს, ძალაში მარტში შევა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტის თავდაცვის ინდუსტრიის პრეზიდენტმა ჰალუკ გორგუნმა განაცხადა, რომ Bozdoğan-ისა და Gökdoğan-ის რაკეტების დიზაინის გადამოწმების ტესტები დასრულდა და თქვა, რომ რაკეტები მზად არის მისაღები გამოცდებისთვის.

გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „TOGG-ის ახალმა მოდელმა დიდი მოწონება დაიმსახურა“ და მასში ვკითხულობთ: პირველი თურქული ელექტრომობილის, TOGG-ის სედანის (T10F) მოდელი, მსოფლიოში ყველაზე დიდ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე (CES 2024), რომელიც მიმდინარეობს ლას-ვეგასში, დიდი მოწონება დაიმსახურა. მნახველებმა იგი ამ სიტყვებით შეაფასეს: „დიზაინი ბრწყინვალეა, ძალიან ლამაზია და მთლიანობაში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ CNN Travel-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო სუპი ჩამოთვალა. თურქული სამზარეულოს „იაილას წვნიანი“ (Yayla Çorbası) ასევე მოხვდა მრავალი ქვეყნის უგემრიელესი სუპების სიაში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები