თურქული პრესა 19.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2052884
თურქული პრესა 19.10.2023

თურქული პრესა 19.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Sabah: "ერდოღანის მკაცრი რეაქცია ისრაელის გენოციდურ პოლიტიკაზე"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზაში ალ-ეჰლის ჰოსპიტალზე განხორციელებული საზარელი თავდასხმით ხოცვა-ჟლეტა სხვა განზომილებაში გადაიტანა. ერდოღანმა განაცხადა: „როგორც თურქეთი, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჯერ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის და შემდეგ მუდმივი სტაბილურობის დასამყარებლად“.

Star: "თურქეთმა პალესტინისთვის ეროვნული გლოვა გამოაცხადა"

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში 3 დღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა პალესტინაში ათასობით დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად, რომელთა უმეტესობა ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ეროვნული გლოვის გამოცხადების შემდეგ თურქეთის მასშტაბით დროშები ნახევრად დაუშვეს.

Yeni Şafak: "მინისტრი ფიდანი: მუსლიმურმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე განაცხადა, რომ მუსლიმური ქვეყნების მხრიდან საჭიროა ახალი მეთოდები და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პალესტინის პრობლემის სამართლიანი და მუდმივი გადაწყვეტის მოსაძებნად.

Haber Türk: „ომერ ჩელიქი: თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა“

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სპიკერმა ომერ ჩელიქმა ღაზაში ისრაელის მიერ საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ განაცხადა: „ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ხოცვა-ჟლეტა კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი და დაგეგმილი ხოცვა-ჟლეტა“.

Hürriyet: "ღაზას შესახებ მოწოდება მსოფლიოს ემინე ერდოღანისგან "

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლემ, ემინე ერდოღანმა, ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ თქვა: „მივმართავ კაცობრიობას, რომელიც უყურებს ამ სისასტიკეს; ბომბები კი არა, ღაზაში ბუშტები უნდა დაფრინავდნენ! ბავშვების ხმა უნდა ისმოდეს და არა ტკივილის ყვირილი. ცა უნდა დაიფაროს ღრუბლებით და არა კვამლით".


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები