თურქული პრესა 21.09.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 21.09.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Sabah: „ერდოღანმა მიცოტაკისი მიიღო“
პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც ნიუ-იორკში იმყოფება გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მნიშვნელოვან შეხვედრებს აგრძელებს. მან საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მიიღო. „თურქევში“ შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ ადასტურებენ თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური კლიმატის შენარჩუნების გადაწყვეტილებას.
Vatan: "თურქეთი ინვესტორებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად რჩება"
პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში თურქეთ-ამერიკის ბიზნეს საბჭოს მე-13 თურქეთის საინვესტიციო კონფერენციაზე, სადაც ის გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფება განცხადება გააკეთა და თქვა: „მსყიდველობითი უნარით მსოფლიოში მე-11 ეკონომიკა ვართ, ხოლო ნომინალური თვალსაზრისით მე-17. თურქეთი ინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც უსაფრთხო თავშესაფარი საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს“.
Haber Türk: "თურქეთი აგრძელებს ინვესტორების ყურადღების მიქცევას"
ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშექი აშშ-ში, ნიუ-იორკში ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, შიმშექმა აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს ინვესტორების ყურადღების მიქცევას.
Star: "თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას"
ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებისას ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს... აზერბაიჯანის დროშა ყარაბაღის ყველა კუთხეში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაა, აფრიალდება“.
Yeni Şafak: "მსოფლიო პირდაპირ უყურებდა თურქი ქირურგების ოპერაციებს"
გულის ოპერაციას, რომელიც თურქმა ქირურგებმა პირდაპირ ეთერში ჩაუტარეს 3 სხვადასხვა პაციენტს დახურული მეთოდით გულმკერდის გახსნის გარეშე, პირდაპირ ეთერში უყურებდა 200 ექიმი უცხოეთიდან და თურქეთიდან. ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ თქვა: ”ჩვენი ქირურგები აჩვენებენ თავიანთ განსხვავებას მსოფლიოს რობოტული ქირურგიის სფეროში თავიანთი მუშაობით.”