თურქული პრესა 14.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2037113
თურქული პრესა 14.09.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თურქეთში მყოფ ბრიტანელ კოლეგა ჯეიმს კლევერლისთან პრესკონფერენცია გამართა. შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე საუბრისას, მინისტრმა ფიდანმა განაცხადა: „თურქეთი ერთგულია იმ შეთანხმებების მიმართ, რომელსაც მოაწერა ხელი. მხარეთაგან მოსალოდნელი ვალდებულებები ნათელია. პროცესი ამ საკითხის ფარგლებში მიმდინარეობს.“

გაზეთი „Sabah“-ი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 90 დღეში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ 43 ათას 90 ოპერაცია განხორციელდა და 258 ტერორისტი განეიტრალდა.

„ყველამ, ვინც ინვესტიცია ჩადო თურქეთში, მოიგო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: სამხრეთ კორეაში გამართულ 24-ე მსოფლიო საინფორმაციო ფორუმზე უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრის დროს, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა თქვა: „ყველამ, ვინც ინვესტიცია განახორციელა თურქეთში, მოიგო და აგრძელებს მოგებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა მოგაწოდოთ საჭირო მხარდაჭერა. მოდით, ერთად ვიმუშაოთ და მოვიგოთ“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ მუღლას ბოდრუმის რაიონში 28 არალეგალური ემიგრანტი, რომლებიც ბერძენმა ძალებმა თურქეთის ტერიტორიულ წყლებში იძულებით დააბრუნეს, სანაპირო დაცვის სარდლობის ჯგუფმა ჩაძირვას გადაარჩინა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ დენიზლის ტავასის რაიონში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს ცხოველების ნამარხები, რომლებიც სავარაუდოდ 9 მილიონი წლისაა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები