თურქული პრესა 08.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2034577
თურქული პრესა 08.09.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელიც ჰაქან ფიდანის აფრიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმედ ატაფთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორც თურქეთი, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვაგრძელებთ ჩვენს აფრიკულ ინიციატივას მრავალ სფეროში. ჩვენ, როგორც თურქეთი არ გვაქვს ისეთი მიზანი, როგორიცაა კოლონიალიზმი ან ბატონობა. ჩვენი მიზანია, შესაძლებლობები ყველა მხარისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პროდუქტიული თანამშრომლობის მოდელის განხორციელებას. ჩვენი თანამშრომლობა იზრდება.“

„სტოლტენბერგი: ჩვენ მივესალმებით თურქეთის ძალისხმევას“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: „ჩვენ მივესალმებით თურქეთის ძალისხმევას მარცვლეულის შეთანხმების აღორძინების მიზნით“.

გაზეთ „Star“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „150 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი“ და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ 2028 წლისთვის თურქეთს ექნება წლიური 150 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.

გაზეთ „Vatan“-ის ეკონომიკის მიმომხილველი იუწყება, რომ მსოფლიო ბანკის თურქეთის დირექტორმა ჰუმბერტო ლოპესმა განაცხადა: „ჩვენ თანმხლები ვართ თურქეთთან იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც ეკონომიკის სტაბილიზაციას მოახდენს“.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ივლისში სტამბულის აეროპორტი სამგზავრო მიმოსვლის 16,5 პროცენტიანი ზრდით ევროპაში პირველი აეროპორტი გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები