თურქული პრესა 07.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2034058
თურქული პრესა 07.09.2023

თურქული პრესა 07.09.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: "ერდოღანის კრიტიკა ყურანზე განხორციელებულ თავდასხმებზე"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც შეხვდა აშშ-ს მუსლიმური ორგანიზაციების საბჭოს წევრებს (USCMO), თქვა: „ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ყურანზე თავდასხმები დასაშვები იყოს "გამოხატვის თავისუფლების" საფარქვეშ. ეს არის აშკარა სიძულვილის დანაშაული და ბარბაროსობა“.

Hürriyet "ფიდანი: YPG-ს ტერორიზმის ლეგიტიმურ ძალად წარმოჩენა უნდა დასრულდეს"

სირიაში არაბულ ტომებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის კონფლიქტებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თქვა: „არაბების ჩაგვრის პოლიტიკა რეგიონში, განსაკუთრებით YPG-ს ხელით, უნდა შეწყდეს. YPG-ის ლეგიტიმურ ძალად წარმოჩენა უნდა დასრულდეს. თუ ეს ასე არ მოხდება, კონფლიქტები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ დასაწყისი იქნება“.

Habertürk "ვარჰელი: ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები"

ოლივერ ვარჰელიმ, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების კომისიის წევრმა, თქვა: „ვფიქრობ, ანკარაში ახალი მთავრობის შექმნასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები“.

Sabah“ "HÜRJET-მა ისტორიული ფრენა განახორციელა თურქულ ვარსკვლავებთან ერთად"

HÜRJET-მა, რომელიც მსუბუქი თავდასხმის, საწვრთნელი და საპატრულო მისიების გარდა, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც აკრობატული საჩვენებელი თვითმფრინავი, პირველი ფრენა განახორციელა თურქულ ვარსკვლავებთან ერთად.

Yenişafak: "ტურისტული შემოდინება კაბადოკიაში"

2023 წლის პირველ 8 თვეში 3 მილიონ 53 ათას 827 ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ეწვია თურქეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და ტურისტულ ცენტრ კაპადოკიის რეგიონში არსებულ მუზეუმებსა და ისტორიულ ნანგრევებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები