თურქული პრესა 05.06.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 05.06.2023
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
Haber Türk: "სტოლტენბერგი, ჩვენ ვიცით თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთება"
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა თქვა: „ჩვენ განვიხილეთ თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ. შვედეთმა გადადგა ნაბიჯები თურქეთის შეშფოთების აღმოსაფხვრელად“. მან ასევე განაცხადა, რომ შვედეთის, თურქეთის და ნატოს წარმომადგენლები 12 ივნისს ერთმანეთს შეხვდებიან.
Sabah: "ჰაქან ფიდანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ულოცავენ"
ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს მისალოცი გზავნილები მოსდის მთელი მსოფლიოდან. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა, კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა ფიდანს სოციალურ ქსელებში გაკეთებულ გზავნილებში მიულოცეს და წარმატებებს უსურვეს ახალ თანამდებობაზე.
Star: "ჰაქან ფიდანზე ბერძნული პრესა წერს"
საბერძნეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია ჰაქან ფიდანის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამ. ბერძნულმა პრესამ აღნიშნა, რომ ფიდანი ძალიან ჭკვიანი დიპლომატია. ბერძნულ პრესაში ასევე ნათქვამია: „ფიდანი იყო მომლაპარაკებელი ისეთ სფეროებში, სადაც დიპლომატია ძალიან რთული იყო, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და კავკასია. ბოლოს უფრო რთულ მისია ჰქონდა ეგვიპტეში და საბოლოოდ მოახერხა კარის გაღება“.
Hürriyet: "ახალი ერა ეკონომიკაში"
ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა თანამდებობა ნურედინ ნებათისგან გადაიბარა. მეჰმედ შიმშექმა განაცხადა: „ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი სოციალური კეთილდღეობის გაზრდაა. გამჭვირვალობა, თანმიმდევრულობა, პროგნოზირებადობა და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობა იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპები ამ მიზნის მისაღწევად მომავალ პერიოდში“.
Yeni Şafak: "თურქი კომანდოსები კოსოვოში გადადიან"
ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატოს მოთხოვნით, თურქულმა კომანდოსთა ბატალიონმა კოსოვოში გადასვლა დაიწყო იქ განვითარებული მოვლენების გამო.