თურქული პრესა 08.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1983693
თურქული პრესა 08.05.2023

თურქული პრესა 08.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Sabah: „ჩავუშოღლუმ ხართუმში თურქეთის ელჩის მანქანისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ხართუმში თურქეთის ელჩის, ისმაილ ჩობანოღლუს, მანქანისთვის ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით სუდანში არმიასთან და სწრაფი მხარდაჭერის ძალებთან მოლაპარაკებები  გრძელდება. „არც ერთი ჩვენი ძმა, ელჩი ან სხვა დაცვის წევრი, მათ შორის ჩვენი სპეცრაზმი, არ დაშავებულა, დაზიანებულია მანქანა“. - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

Hürriyet: "ფათიჰმა დაიწყო ბურღვა Amasra-3-ში"

თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO) იტყობინება, რომ საბურღმა გემმა Fatih-მა Amasra-3-ში ბურღვა დაიწყო. TPAO-ს Twitter-ის ანგარიშზე გაზიარებულ პოსტში ნათქვამია: „ჩვენი საძიებო სამუშაოები ხმელეთზე და ზღვაში ენერგეტიკულად დამოუკიდებელი თურქეთის მიზნისთვის გრძელდება“.

Vatan: „გაბარის ნავთობმა დინება დაიწყო“

თურქეთის დღემდე აღმოჩენილმა საუკეთესო ხარისხის ნავთობმა გაბარში  დინება დაიწყო. გაბარიდან მიღებული მონაცემებით, მიღწეულია 1 მილიარდი ბარელის რეზერვებამდე.

Star: „ცნობილმა ბრიტანელმა თურქეთი შეაქო“

ცნობილმა ბრიტანელმა მეცნიერმა ნიკოლას ჯ. კულმა აღნიშნა, რომ თურქეთის გავლენა მსოფლიოში დღითიდღე იზრდება და TB2 SİHA თურქეთის ძლიერების გამოხატულებაა.

Haber Türk: „TRT-ს „Tabii“-მ მაუწყებლობა დაიწყო“

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) საერთაშორისო ციფრულმა პლატფორმამ „Tabii“-მ ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესის შემდეგ გუშინ მაუწყებლობა დაიწყო. პლატფორმაზე განთავსებულია უამრავი სახეობის კონტენტი. „Tabii“-ზე წვდომა შეგიძლიათ მისამართზე „www.tabii.com“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები