თურქული პრესა 24.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1978550
თურქული პრესა 24.04.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გახსნის 103 წლის იუბილე და 23 აპრილი, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დაცვის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი ენთუზიაზმით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით თურქეთის 81 პროვინციაში ცერემონია გაიმართა. იმის გამო, რომ იგი დაემთხვა კვირას და რამადან-ბაირამის დღესასწაულს, გუშინ დაწყებული ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ მსოფლიოში პირველმა შეიარაღებულმა უპილოტო საჰაერო ხომალდის (SİHA) გემმა,  TCG Anadolu-მ ბოსფორის სრუტე 23 აპრილს, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დაცვის დღეს გადალახა. ბოსფორის სრუტეში გავლის დროს გემიდან 21 თოფი გაისროლეს, გემმა ასევე მიესალმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ განახორციელეს ყველაზე დიდი ოცნება, TCG Anadolu-ს პროექტი. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი არის უფრო დიდი TCG Anadolu-ს აშენება. ერდოღანმა თქვა: „ამ საკითხებზე მქონდა შეხვედრები ესპანელებთან და ბრიტანელებთან. მოლაპარაკებების შედეგად ორივე მხრიდან ძალიან დადებითი გამოხმაურება მივიღეთ“.

„გერმანელი პოლიტიკოსის ქება თურქეთს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: გერმანელმა პოლიტიკოსმა და მწერალმა კრისტოფ ჰორსტელმა მაგალითად მოიყვანა თურქეთის დამოუკიდებელი პოლიტიკა. ჰორსტელმა განაცხადა, რომ გერმანიამ უნდა დაიცვას თურქეთის პოლიტიკა, რათა დარჩეს ვაშინგტონისგან დამოუკიდებელი. მან ასევე განაცხადა, რომ  სახელმწიფო მოხელე, რომელიც ევროპას სწორად წარმართავს, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იქნება.

გაზეთ „Hürriyet“-ის მიხედვით, თურქული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები (SİHA), რომლებიც ექსპორტირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ომსა და მშვიდობაში, ამჯერად ამერიკული პრესის დღის წესრიგშია. ჟურნალმა Forbes-მა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, Baykar-ის მიერ წარმოებულ თვითმფრინავებზე, მნიშვნელოვანი ანალიზი გამოაქვეყნა. ჟურნალში ნათქვამია: „თურქული თვითმფრინავების ინდუსტრია მზარდი გახდა Bayraktar TB2-ის დრონით, რომელიც მოითხოვა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები