თურქული პრესა 20.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1977327
თურქული პრესა 20.04.2023

თურქული პრესა 20.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan "ერდოღანის სიტყვებს საბერძნეთში გამოხმაურება მოჰყვა: თურქეთი ხდება ბირთვული ძალა"

საბერძნეთის ერთ-ერთმა უდიდესმა გაზეთმა Kathimerini-მ სტატიაში სახელწოდებით "თურქეთი ხდება ბირთვული ძალა", ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შემდეგ სიტყვებზე: "თურქეთი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბირთვული ძალა მსოფლიოში. თურქეთის საუკუნე ასევე იქნება ენერგიის საუკუნე".

Sabah "TOGG-ის ჟესტი აქარისგან უკრაინელ მინისტრს"

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თურქეთის პირველი ეროვნული წარმოების ავტომობილი Togg-ი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს ოლექსანდრ კუბრაკოვს ქაისერიში ვიზიტის დროს გადასცა.

Yenişafak "სიმსივნის ბიოტექნოლოგიური კვლევები ჩატარდება"

ქოჯაელში, გებზეში, TÜBİTAK-ის ვაქცინებისა და წამლების განვითარების კამპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თქვა: „ბიოტექნოლოგიური პრეპარატები და ვაქცინები, სიმსივნის კვლევები ჩატარდება (კამპუსში), ტესტები ჩატარდება ექსპერიმენტულ ცხოველებზე“.

Hürriyet "ქარაისმაილოღლუ: სტამბოლის აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 38 პროცენტით გაიზარდა"

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა: "სტამბოლის აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა! მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში სტამბოლის აეროპორტმა 16,5 მილიონ, ხოლო საბიჰა გოქჩენის აეროპორტმა 7,9 მილიონ მგზავრს უმასპინძლა“.

Star "სტამბოლი გახდა მეორე ქალაქი ევროპაში ყველაზე მეტი თამაშის ხელშეკრულებით"

2022 წელს თურქეთში თამაშების 23 კომპანიაში სულ 424,7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სტამბოლი, ლონდონის შემდეგ, გახდა მეორე ქალაქი ევროპაში ყველაზე მეტი თამაშის ხელშეკრულებით. მსოფლიო მასშტაბით კი იგი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები