თურქული პრესა 19.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1976753
თურქული პრესა 19.04.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის მიერ შიდა რესურსებით შემუშავებული E5000 ტიპის ელექტრო ლოკომოტივი გუშინ, ესკიშეჰირში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით გამართული ცერემონიით ექსპლუატაციაში შევიდა.

გაზეთი „Star“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში, ზაპის რეგიონში, გამოქვაბულში, რომელსაც ტერორისტები ციხე-სიმაგრედ თვლიან და მასში შესვლა შეუძლებელი იყო, შეაღწიეს და მრავალი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

„შავი ზღვის გაზმა ხმელეთზე წვა დაიწყო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: შავი ზღვის გაზი, რომელიც აღმოაჩინეს შავ ზღვაში, საქარიას გაზის საბადოში,  170 კილომეტრიანი მილის საშუალებით ხმელეთზე მიაღწია და დაიწყო ტესტისთვის წვის პროცესები.

გაზეთი „Hürriyet“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა გუშინ ესკიშეჰირში კოლექტიური გახსნის ცერემონიაზე განცხადება გააკეთა. მინისტრმა თავის გამოსვლაში თქვა: „ჩვენ აღმოვაჩინეთ 694 მილიონი ტონა იშვიათი მიწის ელემენტი, რომელსაც მალე ერის სამსახურში წარვადგენთ“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის (SİHA) გემი, TCG Anadolu, სტამბოლში წინა დღეს სარაიბურნუში გაჩერდა, რომელიც ვიზიტორებისთვის გაიხსნა. მის ნახვის მსურველებმა კი დიდი რიგები შექმნეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები