თურქული პრესა 28.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1965909
თურქული პრესა 28.03.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საფრანგეთის ელჩი თურქეთში ერვე მაგრო, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ელჩს განუცხადეს, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს სირიული ფრთა YPJ-ის წევრების მასპინძლობა საფრანგეთის სენატში მათთვის მიუღებელია და ეს ფაქტი  მკაცრად დაგმეს.

„ჩვენ არ ვუშვებთ საზღვრების უკანონო გადაკვეთას“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ 60 ათასი სირიელი ნებაყოფლობით დაბრუნდა თავის ქვეყანაში მიწისძვრის შემდეგ. აქარმა თქვა: „ჩვენ არასოდეს დავუშვებთ საზღვრების უკანონო გადაკვეთას, ასეთი რამ გამორიცხულია“.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში კი სტატია იპყრობს ყურადღებას სათაურით, „ბაირაქტარ TB3 თურქეთს სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებს“ და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თქვა: „ბაირაქტარ TB3-ები, რომლებსაც შეუძლიათ აფრენა და დაშვება TCG-ANADOLU-ზე, რომელიც იქნება თურქეთის საზღვაო ძალების უდიდესი ხომალდი და მსოფლიოში პირველი საბრძოლო ხომალდი, თურქეთს სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებს“.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველომ გამოაცხადა, რომ ეროვნული საბაზო სადგური ULAK-ი ინტეგრირებულია ANKA-ს უპილოტო საჰაერო ხომალდზე, რომელიც პირველად უზრუნველყოფს 4.5G სერვისს.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთიდან ზღვის ლოკოკინების ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიონ 279 ათას 143 დოლარს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები