თურქული პრესა 23.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1963769
თურქული პრესა 23.03.2023

თურქული პრესა 23.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Habertürk "ერდოღანი: მარცვლეულის დერეფანში თურქეთის წარმატებაზე ყველა საუბრობს"

შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა: „თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში შუამავალ ქვეყნად არის მოხსენიებული. ჩვენ უკვე მიგვიღეს მსოფლიოში ამ თემაზე. თურქეთის წარმატებაზე შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის საქმეში ყველა საუბრობს“.

Star: "თურქეთმა დაგმო ისრაელის ქმედება"

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ღაზის სექტორიდან ისრაელის გასვლისა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ზოგიერთი უკანონო დასახლების ევაკუაციის შესახებ კანონში ცვლილებები.

Sabah: "სიძლიერეს შემატებს თურქეთის საზღვაო ძალებს"

თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ ASELSAN-მა წყალქვეშა თავდაცვის სისტემებში თავისი გამოცდილებით შექმნა თურქეთის საზღვაო ძალებისთვის „ავტონომიური წყალქვეშა მანქანა“, რომელიც ჩუმად მოძრაობს მისი სამიზნისკენ წყალქვეშ.

Hürriyet "სტამბოლის აეროპორტი ზედიზედ მესამედ იღებს ‘წლის აეროპორტის’ ჯილდოს"

სტამბოლის აეროპორტი, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა გამოცემამ წელსაც, 2021 და 2022 წლების შემდეგ ‘საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოებაზე’ ‘წლის აეროპორტად’ დაასახელა.

Yenişafak: "მესუთ იოზილმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა"

აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა მესუთ იოზილმა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის „არსენალიდან“ „ფენერბაჰჩეში“ 2021 წელს გადავიდა და ბოლოს „ბაშაქშეჰირში“ თამაშობდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები