თურქული პრესა 13.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1958536
თურქული პრესა 13.03.2023

თურქული პრესა 13.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „ერდოღანი: ჩვენ არასდროს დავტოვებთ ჰათაის მარტოს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც გუშინ ჰათაიში, მიწისძვრის ზონაში ჩავიდა, თქვა: "ჩვენ პირველი დღიდან ყველა ინსტიტუტთან ერთად გარეთ ვართ. არასდროს დავტოვებთ ჰათაის მარტო".  მან ასევე დასძინა: „მიწისძვრის ზონაში ამ დროისთვის 426 ათასი კარავი გვაქვს გაშლილი, 2 თვეში 100 ათასი კონტეინერის აგებას ვგეგმავთ“.

Yeni Şafak: "ჩავუშოღლუ: საერთაშორისო დონორთა კონფერენცია გაიმართება"

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშის მიწისძვრების შემდეგ, სტიქიით დაზარალებულთათვის საერთაშორისო დონორთა კონფერენცია გაიმართება. „ევროკავშირის და როტაციული თავმჯდომარე შვედეთის ერთობლივი ინიციატივით კონფერენცია ორშაბათს, 20 მარტს, ჩატარდება“. განაცხადა მინისტრმა ჩავუშოღლუმ.

Haber Türk: "200 ათასი კარავი პაკისტანიდან მიწისძვრით დაზარალებულთათვის"

ჰუმანიტარული დახმარების საზღვარგარეთიდან ჩამოსვლა გრძელდება 11 პროვინციისთვის, რომლებიც ქაჰრამანმარაშის ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ. ამ ფარგლებში გუშინ ადანაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პაკისტანიდან გაგზავნილი 1200 ადამიანზე გათვლილი ზამთრის კარავი ჩაიტანეს.

Star: "F-16-ის თაობაზე გაფრთხილება თურქეთიდან"

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან F-16-ის თაობაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა: „ველოდებით კონგრესის ფაზას, ზოგადად არის კონსტრუქციული გარემო. გვინდა ყველამ იცოდეს, რომ ამ საკითხში გამოუვალ მდგომარეობაში არ ვართ და გვაქვს ვარიანტები“.

Sabah: "ოღუზჰანი მსოფლიო ჩემპიონია"

სპროტულ სროლაში კატარში გამართულ მსოფლიო თასზე, ეროვნული ნაკრებიდან, მსროლელმა ოღუზან თუზუნმა ოქროს მედალი მოიპოვა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები