თურქული პრესა 06.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1928839
თურქული პრესა 06.01.2023

თურქული პრესა 06.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet "ერდოღანი ლიდერებს ესაუბრა, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს"

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გუშინ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, კრემლში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაკეთდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტას გამოაცხადებს.

Star: "მაღალი დონის კონტაქტი დამასკოსთან 11 წლის შემდეგ"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიასთან ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ, რუსეთმა-თურქეთმა-სირიამ პროცესი დავიწყეთ. საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და შემდეგ ლიდერები განვითარებული მოვლენების მიხედვით შევიკრიბებით“.

Habertürk "თურქეთის შეიარაღებული ძალები მე-11 ყველაზე ძლიერი არმიაა მსოფლიოში"

ამერიკულმა ვებსაიტმა Global Firepower-მა, რომელიც აანალიზებს საერთაშორისო სამხედრო ძალების მონაცემებს, გამოაქვეყნა 2023 წლის სია, სადაც 145 ქვეყნის არმიის რეიტინგია მათი მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ცოცხალი ძალა, ველზე ხანგრძლივად დარჩენა, მობილურობა და სხვა. თურქეთმა რეიტინგში ადგილი შეინარჩუნა და 2022 წლის მსგავსად მე-11 ადგილი დაიკავა.

Yenişafak "16 მილიონზე მეტი ტურისტი მოვიდა ორ-ერთ წელიწადში"

გასულ წელს ანტალიაში, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრში, საჰაერო გზით დაახლოებით 13,5 მილიონი უცხოელი ტურისტი, ხოლო მუღლაში დაახლოებით 3 მილიონი ჩავიდა.

Sabah "ქარაისმაილოღლუ: საკრუიზო გემებით ჩამოსული მგზავრების რაოდენობამ 2022 წელს 1 მილიონს გადააჭარბა"

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ 2022 წელს საკრუიზო გემებით ჩამოსული მგზავრების რაოდენობა 22-ჯერ გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები