თურქული პრესა 04.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1927635
თურქული პრესა 04.01.2023

თურქული პრესა 04.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებები"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა 2022 წლის სამომხმარებლო ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოვადიან მიზნის ქვემოთაც კი რეალიზებით დახურა. „ჩვენ ერთად დავინახავთ, რომ ინფლაციის კლების ტენდენცია გაგრძელდება უახლოეს თვეებში“. - განაცხადა ერდოღანმა გუშინ დედაქალაქ ანკარაში.

Hurriyet: "ჩავუშოღლუმ სირიის შესახებ განცხადება გააკეთა"

რუსეთის, სირიისა და თურქეთის სამმხრივ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იანვრის მეორე ნახევარში გაიმართება.

Sabah: "ზებგერითი Kızılelma მოდის"

Baykar-ის ტექნოლოგიის ლიდერმა სელჩუკ ბაირაქტარმა ახალი სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა Kızılelma-ს შესახებ, რომელმაც პირველი ფრენა განახორციელა და თქვა: " Kızılelma შეძლებს საბრძოლო თვითმფრინავების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ განვიხილავთ ზებგერითი ვარიანტის შექმნასაც კი. მას ექნება ვარიანტი, რომელსაც შეუძლია ზებგერითი ფრენა“.

Vatan: "თურქეთი ბულგარეთს ბუნებრივ გაზს მიყიდის"

თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის ტრანსფერი იქნება უზრუნველყოფილი.

Star: „2022 წელს თურქეთმა 145 მილიონი დოლარის ყვავილი გაიტანა ექსპორტზე“

დეკორატიული მცენარეებისა და პროდუქტების სექტორმა გასულ წელს 85 ქვეყანაში დაახლოებით 145 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები