თურქული პრესა 30.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1925727
თურქული პრესა 30.12.2022

თურქული პრესა 30.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenişafak "აქარი: გამორიცხულია რაიმე გავაკეთოთ სირიელების წინააღმდეგ"

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა მოსკოვში თავდაცვის მინისტრებსა და დაზვერვის ხელმძღვანელებს შორის გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა: „გამორიცხულია რაიმე გავაკეთოთ თურქეთსა და სირიაში მცხოვრები ჩვენი სირიელი ძმების წინააღმდეგ. ჩვენ არასოდეს გაგვიკეთებია და არც გავაკეთებთ ისეთ რამეს, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ“.

Hürriyet "ეს არ დასრულდება თქვენთვის კარგად"

ბერძნულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომ ტერიტორიული წყლები 12 მილამდე გაიზრდება, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ჩვენ არ დავუშვებთ ტერიტორიული წყლების გაფართოებას ეგეოსის ზღვაში თუნდაც 1 მილით. ჩვენი მეჯლისის მიერ ამ საკითხზე 1995 წელს მიღებული გადაწყვეტილება ნათელია და ისევ ძალაშია. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საბერძნეთს, ნუ დაიწყებთ თავგადასავლებს, ეს არ დამთავრდება თქვენთვის კარგად“.

Star "აშშ-ს აღიარება პრეზიდენტ ერდოღანის შესახებ"

აშშ-ში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Atlantic Council-მა საქებარი სიტყვებით ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკაზე. გამოქვეყნებულ სტატიაში აღიარებულია, რომ „ერდოღანი რომ არა, შიმშილობა მოგვიწევდა“.

Sabah "რუსი ტურისტები საახალწლოდ თურქეთში ჩამოდიან"

რუსული საინფორმაციო სააგენტო რის ნოვოსტის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს რუსი ტურისტებისთვის თურქეთი ასევე ნომერ პირველი ტურისტული ადგილია.

Vatan "პირველი გადახდა ციფრულ თურქულ ლირაში"

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ პირველი გადახდის ოპერაციები წარმატებით დასრულდა ციფრული თურქული ლირის პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები