თურქული პრესა 23.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1922740
თურქული პრესა 23.12.2022

თურქული პრესა 23.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „ერდოღანი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი ქვეყანა მწვერვალზე ავიყვანოთ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ყოველი კრიზისი კიდევ უფრო აძლიერებს თურქეთს. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც პოლიტიკური, დიპლომატიური და უსაფრთხოების მიღწევებთან ერთად ინვესტიციებით, დასაქმებით, ექსპორტით გავზარდეთ, „თურქეთის საუკუნით“  მწვერვალზე ავიყვანოთ“.

Haber Türk: "ჩავუშოღლუ, შვედეთში მოვლენების კონკრეტული განვითარება არ არის"

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შვედეთის მხრიდან, რომელიც ნატოში გასაწევრიანებლად თურქეთისგან თანხმობას ელის, მაგრამ პირობა დადო, რომ პირველ რიგში ტერორიზმის მხარდაჭერას შეწყვეტს, ტერორთან დაკავშირებული დამნაშავეების ექსტრადიციის და ტერორისტების აქტივების გაყინვის საკითხზე არ მომხდარა მოვლენების რაიმე კონკრეტული განვითარება.  ჩავუშოღლუმ თქვა: „ჩვენმა თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებმაც ვერ მიიღეს საჭირო დადებითი პასუხი შვედეთიდან ზოგიერთი პროდუქციის იმპორტისთვის“.

Yeni Şafak: "თურქეთი ბუნებრივი გაზის ცენტრი ხდება"

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK Parti) სპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის ომმა მარცვლეულის და ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია და ძლიერმა დიპლომატიამ თურქეთი მნიშვნელოვან პოზიციამდე მიიყვანა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა მარცვლეულის კრიზისი მოაგვარა და რომ ენერგეტიკაში „თურქეთი იქნება სადისტრიბუციო ცენტრი“.

Star: "ნავთობის თემაზე თურქეთის ნაბიჯი"

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა ნავთობის ბოლო აღმოჩენებზე ისაუბრა და თქვა: „ჩვენმა ნავთობის შიდა წარმოებამ 80 ათას ბარელს მიაღწია. რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავზე (2023) ჩვენ დავსახეთ მიზნად დღეში 100 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვება“.

Sabah: "ცენტრალური ბანკის რეზერვები 8 წლის მაქსიმუმზეა"

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ჯამური რეზერვები 16 დეკემბრის კვირაში წინა კვირასთან შედარებით 747 მილიონი დოლარით გაიზარდა და 2015 წლის იანვრის შემდეგ უმაღლეს დონეს 129 მილიარდ 511 მილიონ დოლარს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები