თურქული პრესა 20.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1921016
თურქული პრესა 20.12.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქალების ოცნებების ასრულებას ყველა სფეროში პოზიტიური დისკრიმინაციის გზით. მეწარმე ქალთა მხარდაჭერის პაკეტის ახსნისას ერდოღანმა თქვა: „ჩვენმა ქალებმა შეიტანეს და შეაქვთ წვლილი რეფორმებში, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და განვითარების მიღწევებში. ჩვენ თქვენთან ერთად დავაფუძნებთ ‘თურქეთის საუკუნის’ ხედვას“.

„თურქეთის მოსახლეობა მილიონ 65 ათას 911 ადამიანით გაიზარდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK) 2021 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს ქვეყნის მოსახლეობა მილიონ 65 ათას 911 ადამიანით გაიზარდა და 84 მილიონ 680 ათას 273 ადამიანს მიაღწია.

გაზეთ „Star“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთის ახალი ნავთობის ქალაქი“, რომელშიც ვკითხულობთ: ტერორიზმისგან გათავისუფლებულ ქალაქ შირნაქში გაბარის მთის ძირში ნავთობის საბადოში 5 ჭაბურღილიდან ყოველდღიურად 5 ათას 300 ბარელი ნავთობი იქნა მოპოვებული. 12 ჭაბურღილის მოპოვებით, საბადოდან დღეში 25 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვება მოხდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რეზერვის 150 მილიონი ბარელის მოპოვებაა შესაძლებელი.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა, რომ თურქეთმა დადებითი წვლილი შეიტანა საერთაშორისო ასპარეზზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა სფეროში. ალთუნმა თქვა, რომ თურქეთი არის ნულოვანი ნარჩენების გლობალური მამოძრავებელი ლიდერი.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ სტამბოლის საფონდო ბირჟა 100 ინდექსმა, კვირის პირველი სამუშაო დღე (გუშინ) 1,08 პროცენტიანი ზრდით დაიწყო; გახსნაზე ინდექსი 56,32 პუნქტით გაიზარდა და 5270 პუნქტი გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები