თურქული პრესა 09.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1916692
თურქული პრესა 09.12.2022

თურქული პრესა 09.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet "ერდოღანი: წლის დასაწყისიდან ინფლაციას დავამარცხებთ"

სამიტზე „თურქეთი 2023“ გაგზავნილ ვიდეომესიჯში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ ეტაპობრივად ვაგვარებთ სიძვირისა და ინფლაციის საკითხს. ჩვენს მიერ მიღებული ზომების შედეგებით, ვიმედოვნებ, რომ დავამარცხებთ ინფლაციას მომავალი წლის დასაწყისიდან“.

Sabah "F-16-ის შესახებ განცხადება აქარისგან: ჩვენ ველით პოზიტიურ ნაბიჯებს"

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თურქეთისათვის F16-ების მიყიდვის შემზღუდავი პირობების მუხლების 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შემცველი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტიდან ამოღების თაობაზე განაცხადა: „პოზიტიურ მიდგომაზე დაკავშირებით უკვე ამერიკული მხარისგან ველოდებით პოზიტიურ და კონკრეტულ ნაბიჯებს. გვინდა, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დადებითად და სწრაფად დასრულდეს“.

Yenisafak "ვუჩიჩი: თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია"

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ის თურქეთს მნიშვნელოვან პარტნიორად ხედავს როგორც დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში ასევე ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში მსხვილი პროექტების განხორციელებაში.

Habertürk "თურქეთმა ნოემბერში 354,9 მილიონი დოლარის ახალი ხილი და ბოსტნეული გაიტანა ექსპორტზე"

ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ფერჰათ გურუზმა განაცხადა, რომ ნოემბერში თურქეთმა 354,9 მილიონი დოლარის ახალი ხილი და ბოსტნეული გაიტანა ექსპორტზე. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში განხორციელდა.

Star "თურქეთის ავიახაზები აირჩიეს 2022 წლის ევროპის საუკეთესო დიზაინის მქონე ავიაკომპანიად“

თურქეთის ავიახაზები (THY) სტამბოლის აეროპორტის მგზავრთა საკონტაქტო წერტილებისა და სალონის შიდა დიზაინისთვის საავიაციო ვებსაიტმა „TheDesignAir“-მა აირჩია 2022 წლის „ევროპის საუკეთესო დიზაინის მქონე ავიაკომპანიად“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები