თურქული პრესა 07.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1915685
თურქული პრესა 07.12.2022

თურქული პრესა 07.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ერდოღანი: უკვე არის თურქეთი, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებს თავად იღებს"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უკვე არის ქვეყანა, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და დაამატა: „ექსპორტი გაიზარდა. ზრდა დაიწყო. უკვე თურქეთი თავის ადგილს იკავებს მსოფლიოში მზარდი ქვეყნების პირველ ხუთეულში, პირველ სამეულში“.

Yeni Şafak: "ერდოღანი ევროპის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ლიდერი"

ბარსონ კონისა და ვოლფის კუთვნილი ციფრული დიპლომატიის კვლევის ჯგუფის Twiplomacy-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში „ყველაზე ძლიერი ლიდერები ტვიტერზე“, პრეზიდენტ ერდოღანის პროფილი 2022 წელს 2 ადგილით ზემოთ ავიდა და მსოფლიოში მესამე ყველაზე ძლიერი Twitter-ის ანგარიში გახდა. ერდოღანმა ასევე შეინარჩუნა ევროპის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ლიდერის ტიტული.

Vatan: "ერდოღანი: თურქეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთისგან ვერავინ გამოყოფს"

პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი წვრთნების „ძმა მუშტის“ წარმატებით დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს ტელეფონით მიმართა, მიულოცა  და თქვა: „ამ წვრთნებმაც აჩვენა, რომ ჩვენ ძვალ-ხორცივით ვართ. სხვა ვერავინ დაგვაშორებს ერთმანეთს“.

Star: „აზერბაიჯანი თურქეთის არმიის მოდელზე გადავიდა“

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არმიაა და რეფორმები გატარდა აზერბაიჯანის არმიის თურქეთის არმიის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით.

Sabah: „ჩავუშოღლუმ საბერძნეთი მკაცრად გააკრიტიკა“

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საბერძნეთის ნაბიჯები გააკრიტიკა, რომელმაც დაძაბულობა გაამწვავა. მან განაცხადა, რომ საბერძნეთმა უნდა შეწყვიტოს დემილიტარიზებული კუნძულების სტატუსის დარღვევა. „ან საბერძნეთი უკან დაიხევს ამ საკითხში და დაემორჩილება შეთანხმებებს, ან ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა მოულოდნელად ღამით“. - თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები