თურქული პრესა 05.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1875613
თურქული პრესა 05.09.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: მაშინ, როცა საბერძნეთმა გასულ წელს თურქეთის საჰაერო სივრცე და ტერიტორიული წყლები 1616-ჯერ დაარღვია, მიმდინარე წლის რვა თვეში ამ მაჩვენებელმა 1123-ს მიაღწია. თურქული თვითმფრინავებს შევიწროება რადარის დაბლოკვით 14 ცალკეულ ინციდენტში, 3372 წამის განმავლობაში მოხდა.

გაზეთი „Sabah“-ი შეფიკ ჯაფეროვიჩის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ბოსნია და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა შეფიკ ჯაფეროვიჩმა პრეზიდენტ ერდოღანის ამ ქვეყანაში (6 სექტემბერი) განსახორციელებელი ვიზიტის წინ შეფასებები გააკეთა. ჯაფეროვიჩმა აღნიშნა: „ვიზიტი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდის თვალსაზრისით. პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ბოსნია და ჰერცოგოვინაში დამამშვიდებელი და დამაბალანსებელი ეფექტია რეგიონის ქვეყნებისთვის“.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქული თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდ სამხედრო გამოფენაზე MSPO 2022-ზე, რომელიც 6-9 სექტემბერს, პოლონეთის ქალაქ კელცეში გაიმართება, მეორედ მიიღებს მონაწილეობას „ლიდერი ქვეყნის“ სტატუსით.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ კონიაში, ანტიკურ ქალაქის სავატრაში გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა წარწერა რუნული ანბანით „თურქი“ და „Türkoğlu“ (თურქის შვილი). აღნიშნული აღმოჩენა, რომელიც ძვ.წ. X-XI საუკუნეებით თარიღდება, ისმის დასტურია, რომ 1071 წლამდე ანატოლიაში თურქები იმყოფებოდნენ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ფამუქკალეში 8 თვის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64 პროცენტით გაიზარდა და  1 მილიონ 285 ათას 990 მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები