თურქული პრესა 17.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1868935
თურქული პრესა 17.08.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მორიგება აუცილებელია სირიაში ხანგრძლივი სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში ოპოზიციასა და რეჟიმს შორის შერიგების შესახებ გასულ კვირას გაკეთებული შეფასებები, ამ ქვეყანაში შიდა ომის დასრულებისთვის თურქეთის მიერ წარმოებული ძალისხმევის ასახვაა.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი გუშინ უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს ესაუბრა. მათ უკრაინაში არსებული უახლესი ვითარება და მარცვლეულის გადაზიდვის საკითხი განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ აღრიში მდებარე ტენდურეკის მთა მთლიანად გაწმენდილია ტერორისტებისგან. - წერს გაზეთი „საბაჰი“. სოილუს განცხადებით, განეიტრალდა ბოლო 2 ტერორისტიც, რომელთაგანაც ერთი ნარინჯისფერი, ერთიც ნაცრისფერი სიით იძებნებოდა და ამით ტენდურეკში ტერორის ბუდე განადგურდა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, უნგრეთის ტექნოლოგიებისა და მრეწველობის მინისტრმა ლაზლო პალკოვიჩმა განაცხადა, რომ თურქეთში ვიზიტის ფარგლებში განიხილეს უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობა და თქვა: „უნგრეთის არმიამ გადაწყვიტა შეიძინოს თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტები. თურქეთის მიერ წარმოებულმა ამ მანქანებმა აჩვენეს, რომ ომის სფეროში ახალი გზა არსებობს“.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა მეჰმედ მუჰარემ ქასაფოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა კონიაში გამართულ ისლამური სოლიდარობის მე-5 სპორტულ თამაშებზე მედლების რეკორდი მოხსნა. მინისტრმა ქასაფოღლუმ თქვა: ”238 მედალი, რომელიც ჩვენ აქამდე მივიღეთ, ასევე არის ყველაზე მეტი მედალი, რომელიც ქვეყანამ მიიღო ისლამური სოლიდარობის თამაშების ისტორიაში. ჩვენ გავხდით ყველაზე წარმატებული ქვეყანა ამ სპორტული თამაშების ისტორიაში“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები