თურქული პრესა 11.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1866496
თურქული პრესა 11.08.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა თავდაცვის ინდუსტრიასა და ვაჭრობაში თანამშრომლობას და თქვა: „ჩვენმა ორმხრივმა სავაჭრო მოცულობამ გასულ წელს 2,3 მილიარდს მიაღწია. ჩვენ მიზნად ვისახავთ ამ მაჩვენებლის გაზრდას, რომელიც სრულად არ ასახავს ჩვენს რეალურ პოტენციალს."

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, ელჩების მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ჩვენ ვებრძვით როგორც PKK-ს, ასევე FETÖ-ს და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების პროპაგანდას და ბრალდებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“.

„აბდულჰამიდ ჰან“-მა, თურქეთის მე-4 საბურღმა და მსოფლიოში მე-5 უდიდესმა გემმა, მისიის შესრულება გამართული ცერემონიით დაიწყო. -  წერს გაზეთი „საბაჰი“. ცერემონიაზე, რომელსაც მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით კი საბერძნეთი ადევნებდა თვალს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენი უფლებების დასაცავად საჭიროების შემთხვევაში უარი არ გვითქვამს „კბილი კბილის წილ“ ბრძოლაზე და მომავალშიც არ ვიტყვით უარს“. საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა კი თქვა "ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ".

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთის პირველი შეიარაღებული უპილოტო საზღვაო სატრანსპორტო აპარატის (SİDA) 11-მეტრიანი ULAQ-ის პროტოტიპის ტესტირების და წვრთნებში წარმატების შემდეგ ზოგიერთი ქვეყნისგან მოთხოვნები გაკეთდა, რის საფუძველზეც დაიწყო მუშაობა წელიწადში 50 ერთეულის წარმოებაზე.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ჩიპების წარმოება ნელდება, ავტომობილების და კომპიუტერების წარმოებაც ნელდება და დაამატა: „თურქეთს აქვს მზადება (ჩიპების წარმოებისთვის). ანკარაში ამისთვის ადგილიც კი არის გამოყოფილი. სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებული მუშაობს".


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები