თურქული პრესა 05.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1864037
თურქული პრესა 05.08.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, მისი დაწყებიდან დღემდე. მისივე თქმით, ისინი გააგრძელებენ ძალისხმევას ამ მიმართულებით.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი დიმიტრი პესკოვის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 22 ივლისს სტამბოლში გაფორმებულ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაზე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დიდი წვლილი მიუძღვის.

გაზეთი „Hürriyet“-ი ქარაისმაილოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ  თურქსატი (Türksat),  თურქეთის  სატელიტური კომუნიკაციებისა და საკაბელო ტელევიზიის ოპერაციების კომპანია კოსმოსში 6A სატელიტს 2023 წლის მეორე კვარტალში გაუშვებს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთის საავტომობილო საინიციატივო ჯგუფი (TOGG) სოციალური ქსელების ანგარიშებით განაგრძობს პროექტის უახლესი მოვლენების გაზიარებას. TOGG-ის „Twitter“-ზე გავრცელებულ ბოლო განცხადებაში ნათქვამია: „დავიწყეთ ჩვენი პირველი TruGo დამტენების ტესტირება. აპარატს 25 წუთის განმავლობაში ბატარეის 80 პროცენტის დატენვა შეუძლია“.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ოსკარის ნომინანტი ფილმი „კომიტმენტი ჰასანი“ (Bağlılık Hasan), რომლის რეჟისორიც სემიჰ ქაფლანოღლუ გახლავთ, საფრანგეთში მაყურებლის წინაშე წარსდგა. ქვეყნის წამყვანმა მედია ორგანოებმა ფილმი შეაქო.  

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები