თურქული პრესა 01.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1861925
თურქული პრესა 01.08.2022

თურქული პრესა 01.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელში სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე დაძაბულობის შესახებ განცხადება გააკეთა. ჩავუშოღლუმ თქვა: ”მე ვესაუბრე ჩემს სერბ და კოსოვოელ კოლეგებს სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე დაძაბულობის გამო. თურქეთი ყოველთვის მნიშვნელობას ანიჭებდა ბალკანეთის მშვიდობასა და სტაბილურობას. ახალი დაძაბულობა არავის მოუტანს სარგებელს. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ დაძაბულობის შესამცირებლად“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ მსოფლიოში უპილოტო საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ტენდენცია ახლახან დაიწყო და დაამატა: „თუ ჩვენ, თურქეთი, შევძლებთ ამ კუთხით აჩქარებას, ისევე როგორც უპილოტო საფრენ აპარატებში, შეგვიძლია გავხდეთ ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში“.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა წყალდიდობით დაზარალებულ ირანში დახმარება სატრანსპორტო თვითმფრინავით გააგზავნა. - წერს გაზეთი „საბაჰი“.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, თურქეთის საავტომობილო საწარმოო ჯგუფის (Togg) გენერალურმა მენეჯერმა მეჰმედ გურჯან ქარაქაშმა განაცხადა, რომ Togg-ი თურქეთის გზებზე 2023 წლის პირველ კვარტალში გავა, ხოლო ევროპაში ამ თარიღიდან 18 თვის შემდეგ.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თურქმა მოტოციკლისტმა თოფრაქ რაზგათლიოღლუმ ჩეხეთში გამართულ სუპერბაიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ამ შედეგით მან მეორედ მოიგო რბოლა მსოფლიო სუპერბაიკის ჩემპიონატზე.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები