თურქული პრესა 25.07.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1858849
თურქული პრესა 25.07.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლოზანის საზავო ხელშეკრულების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში განაცხადა: „თურქეთის სახმელეთო საზღვრები განისაზღვრა 99 წლის წინ ხელმოწერილი ლოზანის საზავო ხელშეკრულებით. ხელშეკრულებით ასევე უზრუნველყოფილ იქნა საბერძნეთში დარჩენილი თურქი უმცირესობის უფლებები და თურქეთის სანაპიროებთან ახლოს ბერძნული კუნძულების არასამხედრო სტატუსი. თუმცა, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით თურქი უმცირესობის უფლებები ნათლად ირღვევა რა, ამას საბერძნეთი მიზანმიმართულად აკეთებს, ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია“.

„თურქეთი საკვანძო ქვეყანაა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში მხარეებს შორის ყველა პლატფორმაზე მოლაპარაკებების გამართვის მხარდაჭერით, მათ შორის უკრაინიდან მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე გატანის მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის მთავარი საკვანძო ქვეყანაა.

გაზეთ „Vatan“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით თურქეთის კრიტიკული მისია“ და მასში ვკითხულობთ: უკრაინის მარცვლეულის, შავი ზღვის გავლით მსოფლიო ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით, 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, სტამბოლში საოპერაციო ცენტრი შეიქმნება. ცენტრს თურქი ადმირალი უხელმძღვანელებს. ცენტრში უკრაინელები და რუსები იმუშავებენ ცალ-ცალკე ოთახებში. ეს გზას გაუხსნის მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის გადაზიდვას.  

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ აია-სოფია, რომელიც სტამბოლის აღებამდე 916 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ეკლესიად, ხოლო 1453 წლიდან მეჩეთად, 1934 წელს მიღებული გადაწყვეტილებით 86 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა მუზეუმად. იგი, 2020 წლის 10 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ხელმეორედ მეჩეთად გადაკეთდა და 24 ივლისს გამართული პირველი პარასკევის ლოცვით  ღვთისმსახურებისთვის გაიხსნა. მეჩეთად გადაკეთებიდან 2 წლის განმავლობაში აია-სოფიას ღვთისმსახურების მიზნით 6,5 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია.  

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრადიციულ სპორტულ ორგანიზაციად აღიარებული, მომთაბარე მსოფლიო თამაშები მიმდინარე წელს, იზნიქში გაიმართება. 29 სექტემბერ-2 ოქტომბერს გასამართ მე-4 მსოფლიო მომთაბარე თამაშებში 100-ზე მეტი ქვეყნიდან, 3000 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები