თურქული პრესა 20.07.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1857152
თურქული პრესა 20.07.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთს, ირანსა და რუსეთს შორის ირანის დედაქალაქ თეირანში გამართულ ასტანას ფორმატის სამმხრივ სამიტზე მკაფიო გზავნილები გააკეთა. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვადევნოთ სირიიდან ბოროტების ცენტრები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ტელ რიფატი და მანბიჯი ტერორის კერად იქცა“. - თქვა მან.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თეირანში გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკეთა მოწოდება ერთად იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის თურქეთსა და ირანს. ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რეისიმ თქვა: „ტერორისტებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს შეიძლება განსხვავებული სახელები ჰქონდეთ, ვინც ხალხს საფრთხეს უქმნის, ტერორისტია“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ირანთან ვაჭრობის მოცულობამ 7,5 მილიარდ დოლარს მიაღწია და იმედოვნებენ, რომ მალე დასახულ მიზანს, 30 მილიარდ დოლარს მიაღწევს. - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ირანის პრეზიდენტმა რეისიმ კი აღნიშნა: „ერდოღანის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი გარდატეხის წერტილი იქნება“.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, ირანში პრეზიდენტ ერდოღანის, ირანის პრეზიდენტის რეისისა და რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მონაწილეობით გამართული სამმხრივი სამიტისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდა. სამივე ლიდერმა გამოხატა კონსენსუსი ტერორიზმის ყველა ფორმასთან ბრძოლის საკითხში, ამასთან, ხაზი გაესვა სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ყველა დროის ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ივნისში თურქეთში უცხოელებზე ბინების გაყიდვაში, წლის პირველ ნახევარში კი იანვარ-ივნისის რეკორდი მოხსნა. იანვარ-ივნისის პერიოდში უცხოელებზე ბინების გაყიდვა 72,7 პროცენტით გაიზარდა და 35 ათას 383 ერთეული შეადგინა. თურქეთი აგრძელებს საბინაო ინვესტორების ყურადღების ცენტრში ყოფნას და სტამბოლი და ანტალია ამ კუთხით ყველზე პოპულარული ქალაქები გახდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები