თურქული პრესა 20.06.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1845602
თურქული პრესა 20.06.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, კოსოვოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განაცხადა, რომ ისინი ხედავენ დაძაბულობის ზრდას ბალკანეთში და თქვა: „როგორც თურქეთი, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არ დავუშვებთ ამ რეგიონის დაბრუნებას შავბნელ 90-იანი წლებში“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჯეიმს ჯეფრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სირიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ,  თურქეთ-საბერძნეთს შორის დაძაბულობა შეაფასა და თქვა: „მე თითქმის 40 წელია ვადევნებ თვალს ეგეოსის ზღვაში განვითარებულ მოვლენებს, თურქეთი უფრო გამართლებულ მდგომარეობაშია“.

„MİT-ის მორიგი წარმატებული ოპერაცია სულეიმანიეში“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა (MİT), ერაყის ქალაქ სულეიმანიეში განხორციელებული მორიგი ოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ე.წ. სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს თანათავმჯდომარე ჰუსეინ შიბლი გაანეიტრალა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებულ, უპილოტო საფრენ აპარატებზე (İHA) და შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებზე (SİHA) საუბრობს, თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ ისინი სწრაფი ტემპით აგრძელებენ მუშაობას, უპილოტო საზღვაო აპარატების (İDA) შესაქმნელად. დემირმა თქვა: „ჩვენ წარმატებით გამოვცადეთ ორი განსხვავებული ზომისა და შესაძლებლობების მქონე İDA“.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თურქეთის წარმომადგენელმა ფილიპ ლეკლერკმა განაცხადა, რომ თურქეთი პასუხისმგებლობითა და სოლიდარობით  მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ხელმძღვანელობს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები