თურქული პრესა 30.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1834497
თურქული პრესა 30.05.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  სირის ჩრდილოეთში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენთვის შეუძლებელია სირიის ჩრდილოეთიდან თურქეთის წინააღმდეგ ოდნავი თავდასხმა უპასუხოდ დავტოვოთ. ‘ჩვენ, ერთ ღამეს  მოულოდნელად ვეწვევით მათ’“.

„პირველი ნერგი პრეზიდენტმა ერდოღანმა დარგო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში  და მასში ვკითხულობთ: სტამბოლის აღების 569-ე წლისთავზე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლში  თურქეთის უდიდესი და მსოფლიოში სიდიდით მე-5 პარკის, ათათურქის აეროპორტის ერის ბაღის პირველი ნერგი დარგო.

გაზეთი „Hürriyet“-ი საგარეო საქმეთ სამინისტროს მხრიდან ალ-აქსას მეჩეთის საკითხთან დაკავშრებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისრაელის პარლამენტარის იტამარ ბენ-გვირის და ისრაელის პოლიციის მფარველობის ქვეშ მყოფი ფანატიკოსი ებრაული ჯგუფების მიერ ალ-აქსას მეჩეთის დარბევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედება, სტატუს კვოს აშკარა დარღვევაა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის  ელჩმა ვატიკანში ლუტფულა გოქთაშმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ძალისხმევა უკრაინასა და რუსეთს შორის შერიგების მისაღწევად, კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა პაპა ფრაცისკიმ შეაქო.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ მსოფლიოს ჩემპიონმა ძალოსანმა შაზიე ერდოღანმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა, განაცხადა: „მინდა ჩემს მედლებს ახალი დავამატო. ოლიმპიური მედალი ყველა სპორტსმენის ოცნებაა“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები