თურქული პრესა 26.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1818112
თურქული პრესა 26.04.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის  1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებას გამოეხმაურა და თქვა: „ბატონმა ბაიდენმა უნდა ისწავლოს და იცოდეს სომხების ისტორია ძალიან კარგად. ამის ცოდნის გარეშე ჩვენ არ მივცემთ იმის უფლებას თურქეთს დაუპირისპირდეს“.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმ, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი მიიღო. შეხვედრაზე, რუსეთ-უკრაინის ომი იქნა განხილული. გუტიერესმა, პრეზიდენტ ერდოღანს ამ საკითხთან დაკავშირებით გაწეული ჯაფის გამო მადლობა გადაუხადა.

გაზეთი „Haber Türk“-ი ჩავუშოღლუს ლათინურ ამერიკაში ვიზიტს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ლათინური ამერიკის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში ჩასულ ბრაზილიაში განაცხადა, რომ ეს ქვეყანა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის თურქეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია რა, მისი კიდევ უფრო გაზრდა სურთ.

გაზეთი „Star“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაცია, „კლანჭი-ბლოკირება“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის განეიტრალებულია 56 ტერორისტი რა, მისი დასრულების შემდეგ საზღვარი მთლიანად ჩაიკეტება, ანუ ტერორისტებს აქედან გადაადგილების საშუალება აღარ ექნებათ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ Gaming in Turkey-ს თამაშების და Espor-ის სააგენტოს უფროსმა მენეჯერმა ოზან აიდემირმა 2021 წლის, თურქული სათამაშო ინდუსტრიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთის წილი სათამაშო ინდუსტრიაში 1 მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ციფრული მოთამაშეების რაოდენობა  42 მილიონი გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები