თურქული პრესა 22.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1816271
თურქული პრესა 22.04.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც შესძლო  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დროს ვაქცინაზე დროული წვდომა. იმავდროულად, შეიმუშავა ადგილობრივი ვაქცინა, Turkovac-ი, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა თავისი პოზიცია მსოფლიოში. ერდოღანმა თქვა, რომ Turkovac-ი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანის განკურნების წყაროდ იქცა.

გაზეთი „Sabah“-ი ერაყის ჩრდილოეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „კლანჭი-ბლოკირება“ წარმატებით გრძელდება. შეიარაღებული ძალების ახალი სამიზნე კი, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს ე.წ. მთავარი შტაბი, კანდილი და გარას რეგიონია.

გაზეთი „Haber Türk“-ი ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის შეფასებებს უთმობს ადგილს, რომელშიც იგი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ერაყში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია სახელწოდებით, „კლანჭი-ბლოკირება“ მთავარი მიზანი, ტერორიზმის აღმოფხვრაა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წრეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა განაცხადა, რომ ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირების“ მიმართ ერაყის მაღალჩინოსნების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო, ანკარაში ერაყის საელჩოს დროებით რწმუნებულს შესაბამისი ნოტა გადაეცა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთის მხრიდან ადგილობრივი შესაძლებლობით დამზადებული ახალი თაობის უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავი „Bayraktar KIZILELMA“-ს, რომელიც ასევე ცნობილია, თანამედროვე მოიერიშე უპილოტო თვითმფრინავის სისტემით, Bayraktar MİUS და მას თურქული უპილოტო საფრენი აპარატების და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია Baykar-ი აწარმოებს, პროცესს, მსოფლიო ახლოდან აკვირდება. Bayraktar MİUS-მა მიიღო მონაწილეობა Cube Software-ის მიერ შემუშავებულ ახალ განახლებულ თამაშში სახელად, Modern Warships-ში. Bayraktar KIZILELMA-ს პირველი საფრენი გამოცდის ჩატარება 2023 წელს იგეგმება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები