თურქული პრესა 18.04.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1813543
თურქული პრესა 18.04.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა პალესტინის სახელმწიფო მეთაურთან მაჰმუდ აბასთან. ერდოღანმა სოციალური მედიის მეშვეობით საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სატელეფონო საუბრის დროს მე ვუთხარი ბატონ აბასს, რომ მკაცრად ვგმობ ისრაელის ინტერვენციას ალ-აქსას მეჩეთში მლოცველთა წინააღმდეგ და რომ ჩვენ ალ-აქსას მეჩეთის სტატუსის საწინააღმდეგოდ გადადგმული პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგი ვართ. თურქეთი ყოველთვის იყო და იქნება პალესტინის მხარეზე“.

„სტამბოლის პროცესს ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერესს ტელეფონით ესაუბრა რა დროსაც, უკრაინა-რუსეთის ომის ჩათვლით მრავალი საკითხი იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან მიმართებაში სტამბოლის პროცესს ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი.

გაზეთი „Hürriyet“-ი იგორ კონაშენკოვის, ერდოღანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის თხოვნით მარიუპოლის მეჩეთში ჩარჩენილები გადაარჩინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ საფრანგეთის არმიამ განაცხადა: „იმისათვის, რომ ჩვენი არმია მომავალში წარუმატებელი არ აღმოჩნდეს, „მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებში“, სენატს შევთავაზეთ, რომ სამომავლოდ Bayraktar TB2-ის მსგავსი (შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები) იარაღის წარმოების საკითხი განიხილონ“.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ მაშინ, როცა 2020 წლის აღდგომის დღესასწაულზე, ანტალიას 905, ხოლო 2021 წელს 178 ათასი ტურისტი ეწვია, ამ რიცხვმა 2022 წელს 300 ათასს უკვე მიაღწია.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები